Foto

ბაიდენი - „ჰამასის“ გაცხადებული მიზანი ებრაელთა დახოცვაა, ეს აშკარა ბოროტების აქტია

ისრაელში "ჰამასის" თავდასხმების შედეგად აშშ-ის სულ მცირე 14 მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

დღესვე, ბაიდენმა "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ ეს "აშკარა ბოროტების აქტია". 

"ისრაელში მცხოვრები ხალხი განიცდის ნამდვილ ბოროტებას ჰამასის ტერორისტული ჯგუფის სისხლიანი ხელებისგან, ჯგუფისგან, რომლის არსებობის გაცხადებული მიზანი ებრაელთა დახოცვაა", - განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 

ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია.