საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან - ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს, ანიკო ლევაისს სადილზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად სადილი „ბიოლში“ გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განიხილეს.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს დღეს, 10 ოქტომბერს ეწვია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press