"ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელის საპასუხო იერიშების შემდეგ, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 260 000-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სამსახური არ გამორიცხავს, რომ მას შემდეგ, რაც "ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელი მძიმე საპასუხო იერიშებს ახორციელებს, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა გაიზარდოს.
„სავარაუდოდ, ღაზაში 263 934-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა სახლები“,- ნათქვამია გაეროს ინფორმაციაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 11 ოქტომბრის ღამეს, ღაზას სექტორზე მასობრივი სარაკეტო იერიში განხორციელდა. ქვეყანამ ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასის" 70 სამიზნე დაბომბა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press