დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც Reuters-ი წერს, დიდმა ბრიტანეთმა, თავის დასავლელ მოკავშირეებთან ერთად, ისრაელს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა, ამასთან მან ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმები დაგმო.
„საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისრაელში ჩავიდა, რათა გამოხატოს დიდი ბრიტანეთის ურყევი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. ის ასევე შეხვდება გადარჩენილ ადამიანებს და ისრაელის მაღალჩინოსნებს, რათა გამოხატოს გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა და ის, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი“,- წერს Reuters-ი
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა.
იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.
9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამასთან, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press