ღაზას სექტორში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, მას შემდეგ, რაც მისი ერთადერთ ელექტროსადგურს საწვავი ამოეწურა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC წერს, ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგიისთვის გენერატორებზე მოუწევთ დაყრდნობა, სანამ მათი საწვავიც არ ამოიწურება.
„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო და სექტორში ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, წყლისა და სხვა პროდუქტების შეტანა შეწყვიტა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა.
იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.
9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამასთან, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press