ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტა ქალაქ აშკელონის საავადმყოფოს მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბარზილაის ჰოსპიტალი პირდაპირი სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
გარდა ამისა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოებიდან პაციენტებს ქვეყნის ცენტრში მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანენ, რათა ჩრდილოეთით, ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებები მზადყოფნაში იყვნენ ვითარების შესაძლო ესკალაციისთვის.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press