11 ოქტომბერს ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ უკრაინისთვის 95 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფინეთი სამხედრო დახმარების პაკეტის შემადგენლობასა და მისი გადაცემის თარიღს არ ამჟღავნებს.
“უკრაინის ომის შედეგი ევროპისა და ფინეთის სამომავლო უსაფრთხოების წესრიგს დიდი ხნით განსაზღვრავს, ამიტომ ვაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად”, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკინენმა.
ცნობისთვის, ეს ფინეთის მხრიდან უკრაინისათვის გამოყოფილი დახმარების მე-19 პაკეტი იქნება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press