Foto

ფინეთმა უკრაინას 95 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

11 ოქტომბერს ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ უკრაინისთვის 95 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფინეთი სამხედრო დახმარების პაკეტის შემადგენლობასა და მისი გადაცემის თარიღს არ ამჟღავნებს.

“უკრაინის ომის შედეგი ევროპისა და ფინეთის სამომავლო უსაფრთხოების წესრიგს დიდი ხნით განსაზღვრავს, ამიტომ ვაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად”, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკინენმა.

ცნობისთვის, ეს ფინეთის მხრიდან უკრაინისათვის გამოყოფილი დახმარების მე-19 პაკეტი იქნება.