უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, ისრაელში ჩავიდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Ynet-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვიზიტი ჯერ არ არის დაგეგმილი, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ამ შესაძლებლობის შესწავლა ითხოვა.
”ჩვენ ომში ვართ და ვიცით, რას ნიშნავს ტერორისტული თავდასხმა. ვურჩევ, რომ მსოფლიო ლიდერები ჩაფრინდნენ ისრაელში და მხარი დაუჭირონ ადამიანებს, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმას განიცდიან“,- განაცხადა ზელენსკიმ ბრიუსელში ვიზიტის დროს.
მედიის ცნობითვე, ისრაელისა და უკრაინის შესაბამის სამსახურებს შორის პირველი კონტაქტები უკვე დაწყებულია.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press