Foto

რუსეთის პრეზიდენტი ყირგიზეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემის ცნობით, პუტინი ხვალ, 13 ოქტომბერს დედაქალაქ ბიშკეკში დსთ-ს სამიტს დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან, შეხვედრის მთავარი თემა კი, ორმხრივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა იქნება.

ვლადიმერ პუტინი შეხვედრას გამართავს ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან. ორი ქვეყნის ლიდერი მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ვითარებას განიხილავს.

რუსეთის პრეზიდენტი ტაჯიკეთის ლიდერს, ემომალი რაჰმონსაც შეხვდება.