ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ისრაელი ღაზას სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
ისააკ ჰერცოგმა იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს გატაცებული ბავშვებისა და ჩვილების ფოტოები აჩვენა და თქვა, რომ "ჰამასმა" ჰოლოკოსტს გადარჩენილთა ოჯახები გაანადგურა.
"მგლოვიარე ისრაელი ემზადება "ჰამასის" წინააღმდეგ ხანგრძლივი სამხედრო კამპანიისთვის. ჩემი ერი გლოვობს. ამ ტრაგედიამ თითქმის ყველა ოჯახი დააზარალა ისრაელში. ეს იქნება ხანგრძლივი კამპანია "ჰამასის" წინააღმდეგ, რაც ხანგრძლივი ბრძოლაა ISIS-ის წინააღმდეგ",- განაცხადა პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press