თვითმფრინავი, რომელიც მედიკამენტებსა და სხვა სამედიცინო აღჭურვილობას ატარებდა იორდანიიდან ღაზის სექტორისაკენ დღეს გაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას იორდანიის ჰაშიმიტური სახელმწიფო საქველმოქმედო ორგანიზაცია ავრცელებს.
იორდანიის ხელისუფლების გენერალური მდივნის, ჰუსეინ ალ-შიბლის განცხადებით, დახმარება განკუთვნილია ჯანდაცვის იმ სააგენტოებისთვის, რომლებიც პალესტინის ტერიტორიაზე მოქმედებენ.
ცნობილია, რომ დახმარება ჯერ ეგვიპტეში ჩავა, შემდეგ კი ღაზის სამედიცინო დაწესებულებებს, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით გადაეცემა.
ცნობისთვის, ღაზის სექტორიდან ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც პალესტინის ქალაქ რაფაში მდებარეობს, 10 ოქტომბერს დაიკეტა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press