ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლული ჯარისკაცების უმრავლესობის იდენტიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც The Times Of Israel წერს, დაღუპულთაგან 222 ჯარისკაცია იდენტიფიცირებული. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედროების დაკრძალვას პარასკევს გეგმავს.
რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, 854 ცხედრიდან მხოლოდ 361-ია იდენტიფიცირებული.
ცნობისთვის, "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ისრაელში 1,400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press