მოლდოვამ რუსეთს ოფიციალურ დონეზე პირველად უწოდა ეროვნული საფრთხე. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიის ახალ დოკუმენტშია ნათქვამი.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მოსკოვი მოლდოვის "სახელმწიფოებრიობის განადგურებას" გეგმავს.
უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გუშინ, ოთხშაბათს წარადგინა და იგი პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა.
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, მოლდოვისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს სწორედ რუსეთი წარმოადგენს.
"რუსეთის ფედერაცია და მისი მარიონეტები მოლდოვის რესპუბლიკაში წარმოადგენენ საფრთხის ყველაზე საშიშ და მუდმივ წყაროს, რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება მძიმე გავლენა ჰქონდეს ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, დემოკრატიაზე და ქვეყნის კეთილდღეობაზე", - წერია დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრით აპირებდა, რომ მოლდოვის მიმართულებით სახმელეთო დერეფანი გაეჭრა, რითაც მოლდოვის კონსტიტუციური წყობის ძალადობის გზით შეცვლის წინაპირობას შექმნიდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press