მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის უფრო მეტად გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად დგანან და "ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის".
"მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის უფრო მეტად გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს სურს ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან და დასავლეთთან. პრეზიდენტ ბაიდენთან, მდივან ბლინკენთან ერთად მეც მხარს ვუჭერ ამ გზას. მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად.
მოუთმენლად ველოდები ჩვენი ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინდა, გავიმეორო ჩემი პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივან ბლინკენის სამძიმარი ისრაელის ხალხის მიმართ. აშშ და საქართველო ერთად დგანან და ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით და მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის", - განაცხადა რობინ დანიგანმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press