საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს, რობინ დანიგენს შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილის თქმით, ის საქართველოსა და აშშ-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას მოუთმენლად ელოდება.
"საქართველოში აშშ-ის ახალდანიშნული ელჩის რობინ დანიგანისგან რწმუნებათა სიგელი მივიღე. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში ჩვენი ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას", - წერს ზურაბიშვილი.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press