ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ჰოლოდომორის მსხვერპლთა პატივისცემა აჩვენებს, რომ მოსკოვის ყველა წარსული და აწმყო დანაშაულისთვის სამართლიანობა გარდაუვალია
"მადლობელი ვარ საპარლამენტო ასამბლეის 1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის აღიარებისთვის. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ჰოლოდომორის მსხვერპლთა პატივისცემა აჩვენებს, რომ მოსკოვის ყველა წარსული და აწმყო დანაშაულისთვის სამართლიანობა გარდაუვალია", - წერს ზელენსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press