რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 508 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 1 135-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკში - 492, ხარკოვში - 303, კიევში - 129, ხერსონის ოლქში - 130, ზაპოროჟიეს ოლქში - 99, ნიკოლაევის ოლქში - 97, დნეპროპეტროვსკში - 96, ჩერნიგოვის ოლქში - 72, ლუგანსკში - 67.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ, ბომბავენ სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press