ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზას სექტორის მოსახლეობის ევაკუაციის მოწოდების საპასუხოდ, "ჰამასი" მოუწოდებს მშვიდობიან მცხოვრებლებს, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ისლამისტურმა დაჯგუფებამ ისრაელი "ფიქოლოგიურ ომში" დაადანაშაულა.
„ისრაელი ცდილობს, გაავრცელოს ყალბი პროპაგანდა სხვადასხვა საშუალებით, რაც მიზნად მოქალაქეებში დაბნეულობის შექმნასა და ჩვენი შიდა ფრონტის სტაბილურობის შელახვას ისახავს“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელმა მოუწოდა გაეროს, 24 საათის განმავლობაში ღაზას ჩრდილოეთით მყოფი მოსახლეობის სამხრეთში ევაკუაცია განახორციელოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press