ამერიკის შეერტებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლი მეთიუ მილერი ავრცელებს.
მილერის თქმით, შეხვედრაზე მათ ისრაელში განვითარებული მოვლენები და მისი გადაჭრის გზები განიხილეს.
მისივე თქმით, ენტონი ბლინკენი იორდანიის მეფე აბდულ II-საც შეხვდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ჰამასი არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებასა და თვითგამორკვევის უფლებას",
"ბლინკენმა და მეფე აბდულამ განიხილეს "ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გზები, სანამ ისრაელი ტერორიზმისგან თავის დასაცავად უსაფრთხოების ლეგიტიმურ ოპერაციებს ატარებს",- განაცხადა მილერმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში დღეს, 13 ოქტომბერს ჩავიდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press