ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან და ჩინეთთან შესაძლო ერთდროული ომისთვის უნდა მოემზადოს,- Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის სტრატეგიული კომუნიკაციების კომისიის მოხსენებაშია ნათქვამი.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ აშშ-მ უნდა გააფართოოს ძალები, გააძლიეროს ალიანსები და დაიწყოს ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის პროგრამის გაძლიერება.
მოხსენებაში ჩართულმა მაღალჩინოსანმა უარი თქვა, ესაუბრა საკითხზე - არსებობს თუ არა აშშ-სა და ჩინეთს შორის ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რამე ტიპის თანამშრომლობა.
„ჩვენ ვწუხვართ. შესაძლოა, იყოს მათ შორის საბოლოო კოორდინაცია, რომელიც მიგვიყვანს ამ ორი ომის კონსტრუქციამდე“,- განაცხადა მაღალჩინოსანმა.
მოხსენება ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოზიციას, რომ შეერთებული შტატების ამჟამინდელი ბირთვული არსენალი საკმარისია რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანებული ძალების შესაჩერებლად.
„აშშ და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ორივე მოწინააღმდეგის ერთდროულად შეკავებისა და დამარცხებისთვის. აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო წესრიგი და მის მიერ დაცული ფასეულობები საფრთხეშია ჩინეთისა და რუსეთის ავტორიტარული რეჟიმებისგან",- აღნიშნულია მოხსენებაში.
კონგრესმა 2022 წელს შექმნა პანელი ექვსი "დემოკრატისა" და ექვსი "რესპუბლიკელისგან", რათა შეაფასოს შეერთებული შტატების გრძელვადიანი საფრთხეები და რეკომენდაცია გაუწიოს აშშ-ის ჩვეულებრივ და ბირთვულ ძალებში ცვლილებების შეტანას.
"ჩინეთისა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები 2027-2035 წლეებში გამწვავდება, ამიტომ, გადაწყვეტილების მიღება საჭიროა ახლა, რათა ქვეყანა იყოს მომზადებული“,- ნათქვამია 145-გვერდიან მოხსენებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press