ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავიდა. იგი უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს.
ლოიდ ოსტინმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ "ჰამასის" ქმედებები გაცილებით სასტიკი და შემაძრწუნებელია, ვიდრე ISIS-ის.
ოსტინმა დასძინა, რომ აშშ ისრაელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო "ასეთ ვითარებაში არ არის ნეიტრალურობის დრო" და საჭიროა, დაიგმოს "ჰამასის" სასტიკი ტერორისტული მოქმედებები.
"ვისაც ამ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება სურს, უნდა დაგმოს და იზოლაციაში მოაქციოს "ჰამასი". ეს ტერორისტული დაჯგუფება პალესტინელი ხალხის სახელით არ საუბრობს, არც მათ ღირსებაზე, უსაფრთხოებასა და სახელმწიფოებრიობაზე ზრუნავს", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press