ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ისრაელის ოპერაციას ღაზაში "სამხედრო დანაშაული" უწოდა.
ჰოსეინ ამი-რაბდოლაჰიანმა ლიბანში ვიზიტისას განაცხადა, რომ თუ ისრაელი არ შეწყვეტს ღაზის სექტორის დაბომბვას ეს კონფლიქტი მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში იმყოფება, სადაც ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ჰეზბოლას ლიდერს შეხვდა.
"შესაძლებლობა მქონდა, შევხვედროდი ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და ჰეზბოლას გენერალურ მდივანს. ჩვენ მივმართეთ თხოვნით ეგვიპტეს, გაეროს გენერალურ მდივანს და წითელ ჯვარს, რომ ნება დაგვრთონ, სურსათი, მედიკამენტები და სასმელი წყალი მივაწოდოთ ღაზას და დასავლეთ ნაპირს", - ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press