გერმანიაში დაისჯება ყველა, ვინც "ჰამასის" ქმედებებს გაამართლებს, დანაშაულებრივ აქტივობებს მხარდაჭერას გამოუცხადებს, დაწვავს ისრაელის დროშებს და ტერორისტული დაჯგუფების სიმბოლოებს გამოიყენებს,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შოლცმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრონ ყველას, ვინც "ჰამასს" მხარს დაუჭერს.
გერმანიის კანცლერის ეს განცხადება ბერლინიდან გავრცელებულ ფოტოებს მოჰყვა, სადაც ასახული იყო, როგორ აღნიშნავდნენ ადამიანები ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას.
"ეს ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომლის ერთგულიცაა ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა შოლცმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press