კონტრშეტევა წინ მიიწევს და უკრაინელები პოზიციებს იბრუნებენ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინას შეუძლია ნატოს შემდგომი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
"კონტრშეტევა წინ მიიწევს. ეს არასდროს ყოფილა მარტივი. ბრძოლა უკრაინასა და რუსებს შორის დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ უკრაინელები წინ მიიწევენ. ისინი პოზიციებს იბრუნებენ, რუსეთი კი პირიქით, კარგავს.
უკრაინას შეუძლია ნატოს შემდგომი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციაში, რომელიც სამართლიანად ეკუთვნის უკრაინას. ჩვენ უკრაინასთან ვიქნებით მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press