Foto

თეთრი სახლი - ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალა გაუგზავნა

შეერთებულმა შტატებმა პირველად, პირდაპირ დაადანაშაულა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში.

ვაშინგტონის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეელებმა რუსებს 1000-ზე მეტი კონტეინერით, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გაუგზავნეს.

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ვიზუალური მასალა, რომელიც აშშ-ის თქმით, ამის მტკიცებულებას წარმოადგენს. 

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი ახალი მიწოდების მონიტორინგს გააგრძელებს.

"ჩვენ ვგმობთ [ჩრდილოეთ კორეის] ამ სამხედრო აღჭურვილობის რუსეთისთვის მიწოდებას", - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ.