ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ ღაზის სექტორზე შეტევის დროს ჰამასის ერთ-ერთი მეთაური, მერად აბუ მერადი მოკლეს.
IDF-ის ცნობით, ის ჰამასის საჰაერო სისტემას ხელმძღვანელობდა და გასული კვირის თავდასხმაში აქტიურად მონაწილეობდა.
ისრაელმა გუშინ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა - კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 900-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press