Foto

უკრაინის გენშტაბი - ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთთან 100-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთთან 100-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ანგარიშში აღნიშნულია,რომ რუსეთი ავდიივკას მიმართულებით, "ტავრიას" პასუხისმგებლობის ზონაში, მათი თავდაცვის გარღვევის მცდელობას არ წყვეტს, თუმცა უშედეგოდ.

"მთლიანობაში, მტერმა განახორციელა 3 სარაკეტო და 59 საჰაერო დარტყმა, 54 თავდასხმა სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. რუსული ტერაქტების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის ძალები აგრძელებენ თავდაცვას ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით. შეტევითი მოქმედებებია მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. უკრაინელები ანადგურებენ მტერს და ეტაპობრივად ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს", - ნათქვამია ანგარიშში.