ისრაელის მოთხოვნას ღაზას მოსახლეობის მიმართ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
როგორც თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელის მოწოდება მიუღებელი და "არაადამიანურია", ამასთან ერთად თურქეთი იმედოვნებს, რომ ისრაელი გადაწყვეტილებას შეცვლის.
„ღაზის 2.5-მილიონიანი მოსახლეობის იძულება, რომელიც განურჩეველი დაბომბვის ქვეშ იმყოფება და მოკლებულია ელექტროენერგიას, წყალსა და საკვებს, გადასახლდნენ უკიდურესად მცირე ტერიტორიაზე, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და არაადამიანურია. ჩვენ ველოდებით, რომ ისრაელი უარს იტყვის ამ სერიოზულ შეცდომაზე და დაუყოვნებლივ დაასრულებს სასტიკ და განურჩეველ ქმედებებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press