უკრაინელები ეფექტურად და გონივრულად იბრძვიან და ისინი წარმატებას მიაღწევენ, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა,
კირბის თქმით, რუსების ახალი შეტევა დონბასში, ლიმანისა და ავდიივკას რაიონებში მოულოდნელი არ ყოფილა.
"რუსეთის ხელისუფლება არ ითვალისწინებს საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლეს და ნებაყოფლობით სწირავს მათ მიზნების მისაღწევად. უკრაინა, პირიქით, ეფექტურად და გონივრულად იბრძვის..უკრაინელები ბევრს მუშაობენ შეტევითი მანევრების მოსაგერიებლად. ისინი წარმატებას მიაღწევენ. რუსული შენაერთების პროგრესი, იქაც კი, სადაც ის არსებობს, ძალიან მწირია", - განაცხადა კირბიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press