რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს ტერორისტულ ალიანსს - "ბოროტების ღერძს", რომელშიც ასევე შედის "ჰამასი" და "ჰეზბოლა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
პოდოლიაკის თქმით, რუსეთი აღნიშნულ ქმედებებს იმისთვის აკეთებს, რომ სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში.საზოგადოება დააშინოს.
"რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს ტერორისტულ ალიანსს - "ბოროტების ღერძს", რომელშიც ასევე შედის ჰამასი და ჰეზბოლა. რუსეთი სულ უფრო მეტ ფულს ჩადებს ბოროტებაში, რადგან მას ესმის მთავარი, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულები აშინებს საზოგადოებას სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში.
არის ირანი, არის ჩრდილოეთ კორეა. არიან მარიონეტები, რომლებიც ასრულებენ ამოცანებს, როგორიცაა ჰამასი ისრაელში. არიან მარიონეტები, რომელთაც რუსეთის მეშვეობით შეუძლიათ რესურსების ინვესტიცია სამხედრო წარმოებაში და იარაღის მიწოდება. ამ ყველაფრის ავტორი რუსული მხარეა", - განაცხადა პოდოლიაკმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press