ისრაელი დაიწყებს მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი მოსახლეობა ტერიტორიას დატოვებს,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა CNN-ს განუცხადა.
კონრიკუსმა ღაზას სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ნაწილში გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"ნამდვილად მნიშვნელოვანია, ღაზაში მცხოვრებლებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვიყავით ძალიან ხელგაშლილები დროის მხრივ. გაფრთხილება 25 საათზე მეტია, რაც გავეცით... ახლა კი არ შემიძლია რამის თქმა, გარდა იმისა, რომ დროა, ღაზას მცხოვრებლებმა დატოვონ ტერიტორია",- თქვა კონრიკუსმა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელმა ღაზას მოსახლეობისთვის საევაკუაციო დერეფნები ცოტა ხსნის წინ გახსნა. მოქალაქეებს გადაადგილება ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეეძლებათ.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.
8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.
11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. ქვეყანამ განაცხადა, რომ მზადდებოდა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება, აღნიშნულის ფონზე კი, ისრაელმა მოუწოდა გაეროს, ვიდრე ოპერაციას დაიწყებდა, ღაზას ჩრდილოეთით მყოფი მოსახლეობის სამხრეთში ევაკუაცია განეხორციელებინა. ისრაელის მოწოდების საპასუხოდ, "ჰამასმა" ადგილობრივებს უთხრა, რომ არ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები. ისრაელის მიერ ევაკუაციისთვის განკუთვნილი 24 საათის ამოწურვის შემდეგ, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის მცხოვრებლებს სამხრეთში გადაადგილებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
7 ოქტომბრიდან დღემდე, "ჰამასმა" არაერთი სარაკეტო იერში განახორციელა ისრაელის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქებზე, მათ შორის სდეროტზე, აშკელონზე, თელ-ავივზე, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო საჰაერო იერიშები მოჰყვა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press