ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მას შემდეგ, რაც ისრაელში 12 ოქტომბერს იმყოფებოდა, ქვეყანაში ჩასვლას ორშაბათს ისევ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე, მეთიუ მილერზე დაყრდნობით ავრცელებს.
მილერის თქმით, ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამჟამად ეგვიპტეში იმყოფება. 7 ოქტომბერს, "ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ის ისრაელში, შემდეგ კი იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც ჩავიდა.
აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press