ისრაელმა ღაზას სექტორში წყლის მიწოდება აღადგინა.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს.
სალივანის თქმით, ცნობები წყალმომარაგების აღდგენის შესახებ იერუსალიმიდან ბოლო ერთი საათის განმავლობაში მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორს წყალმომარაგება შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასის" წევრებმა ქვეყნის ტერიტორიაზე სახმელეთო და სარაკეტო იერიშები განახორციელეს, რომლის შედეგადაც ასობით ისრაელელი დაიღუპა და დაშავდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press