ისრაელი უარყოფს ინფორმაციას, რომ ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.
CNN-ის ინფორმაციით, ოფისი ასევე უარყოფს ინფორმაციას რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ.
მანამდე, Reuters-მა ორ ეგვიპტელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელი ღაზას სექტორის სამხრეთში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. აღნიშნულის პარალელურად კი, ეგვიპტე-ღაზას სექტორს შორის გამშვები პუნქტი უნდა გახსნილიყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press