გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 17 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა. აღნიშნულის შესხებ ინფორმციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
The Times of Israel-ის ცნობით, გერმანიის მთავრობის სპიკერს შოლცის გეგმებისა და დამატებითი დეტალების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
გამოცემის ცნობითვე, გერმანიის კანცლერი ისრაელში რამდენიმე საათი დარჩება, შემდეგ კი ეგვიპტეში გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა.
12 ოქტომბერს, ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია.
13 ოქტომბერს, ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა, ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც ეწვივნენ.
გუშინ, 15 ოქტომბერს ქვეყანაში იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრო კატრინ კოლონა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press