საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება ისრაელში განვითარებულ მოვლენებს დაეთმო.
"შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.
დიპლომატმა მთავრობის მეთაურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდა.
პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ელჩს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა",- ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press