ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
The Washington Post-ის ცნობით, ბლინკენი თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის მართვის კაბინეტს შეხვდება, სადაც ევაკუაციის საკითხსა და რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ ეს ბლინკენის მეორე ვიზიტია ისრაელში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასმა" ისრაელზე საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები განახორციელა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ებტონი ბლინკენი პირველად ისრაელში 12 ოქტომბერს ჩავიდა, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასსაც შეხვდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press