ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 199 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ჰაგარის თქმით, მძევლებს შორის ბავშვები, ქალები და მოხუცებიც არიან.
როგორც IDF-ის სპიკერი ამბობს, სამხედროებმა ოჯახებს უკვე შეატყობინეს, რომ მათი ახლობლები ღაზაში, "ჰამასის" ტყვეობაში იმყოფებიან.
"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავიგოთ ღაზას სექტორში მძევლების ადგილსამყოფელი და ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია. არ განვახორციელებთ ისეთ თავდასხმას, რომელიც ჩვენს ხალხს საფრთხეს შეუქმნის",- ამბობს ჰაგარი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press