ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებელმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, მან მოსწავლეს თმაზე მოქაჩა, ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა კი მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ამის შესახებ ინფორმაციას "TV 25" ავრცელებს.
სკოლის დირექტორმა, ნანი ცივაძემ გამოცემა "ბათუმელებთან" საუბრისას მომხდარი ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სკოლამ მოკვლევა დაიწყო, მასწავლებელმა სკოლა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
"ორი კვირის წინ იყო ინციდენტი, საგაკვეთილო პროცესში ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს და როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, მასწავლებელმა მოკვლევის დაწყებისთანავე დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა სკოლიდან", - განუცხადა სკოლის დირექტორმა გამოცემა "ბათუმელებს".
"TV 25"-ს მანდატურის სამსახურში განუცხადეს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შედგა დარღვევის აღრიცხვის ფურცელი, მოსწავლეს კი ფსიქოსოციალური მომსახურება შესთავაზეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press