არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით... სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი საგანგებო ბრიფინგზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ.
მაია კოპალეიშვილის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და აღნიშნავენ, რომ სასამართლოს არ ჰქონდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაედგინა.
"საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ, კონსტიტუციის დარღვევა კონკრეტულ სადავო გარემოებებთან დაკავშირებით და კონსტიტუციის 52 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიმართებით. ბუნებრივია ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას, დროის სიმცირიდან გამომდინარე დასკვნის დეტალური წაკითხვა ვერ მოხერხდა, თუმცა გადავხედე ძირითად დასაბუთებას და დასკვნა არის ტენდენციური და პირდაპირ თქვა, რომ სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად ყველა საკითხში, 52 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტში.
საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში, მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, მაგრამ თქვენ თუ გადახედავთ ამ დასაბუთებას დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო ძირითად არგუმენტებს აკეთებს იმ ხედვაზე და იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი და პარლამენტმა არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა კოპალეიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press