Foto

ზურაბიშვილი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე - დღეს მოკლეს ევროპული მომავალიც და დემოკრატიაც

"ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა! მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ", - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საგანგებო მიმართვისას საუბრობს. 

ზურაბიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით დღეს "ევროპული დემოკრატია და მომავალი მოკლა".

"ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი არ მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი. მაგრამ, გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოს გამო, რომელიც დღესდღეობით იყო დარჩენილი, როგორც ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ნდობას იმსახურებდა. დღეიდან უკვე ესეც აღარ არის. ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლისაც უნდა რცხვენოდეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ -  ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.