მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საგანგებო მიმართვისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ის მივა პარლმენტში და არ ჭირდება ვინმეს მხარდაჭერა იმისთვის, რომ "პატარა კაცებთან დადგეს".
"პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მე ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ, მაგრამ მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ, თუ სიტყვა მომცეს, თუ არადა მე გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამ მხარდაჭერისთვის, რაც არსებობს ქვეყანაში, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press