აშშ-მა ენერგეტიკული აღჭურვილობის შესაძენად და ენერგო სისტემის მხარდასაჭერად უკრაინას 522 მილიონი დოლარი გამოუყო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
შმიგალის თქმით, უკრაინა პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით მუშაობს, რომ დაძლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული სეზონი და აღნიშნავს, რომ ქვეყანა ზამთრისთვის 100%-ით მზად არის.
„რთული ზამთრის ზღვარზე ვართ. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავძლიოთ ერთ-ერთი ყველაზე რთული სეზონი ბოლო პერიოდის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ამ ზამთარში გვაქვს არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ენერგიის აღდგენის საშუალებაც“, - განაცხადა შმიგალმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press