Foto

ჯანმო - ღაზას სექტორში 11 000 დაჭრილისთვის დახმარების აღმოსაჩენად სასწრაფო წვდომა გვჭირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჭიროებენ სასწრაფო წვდომას ღაზის სექტორში 11 000 დაჭრილისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, ჯანმოში ასევე აღნიშნავენ, რომ 2800 გარდაცვლილიდან დაახლოებით ნახევარს ქალები და ბავშვები შეადგენენ.

მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებზე 115 იერიშია მიტანილი, ღაზაში არსებული საავადმყოფოების უმრავლესობა არ ფუნქციონირებს, საგრძნობია წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტი.