გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა, მას აეროპორტში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი დახვდა.
ისრაელში ყოფნისას შოლცი ქვეყნის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
"ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია დგას ისრაელის სახელმწიფოს გვერდით და მხარს უჭერს მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ბრძოლას", - განაცხადა კოენმა.
ცნობისთვის, ვიზიტის დაწყებამდე გერმანიის კანცლერი ბერლინში იორდანიის მეფე აბდულას შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კანცლერმა ირანი და "ჰეზბოლა" გააფრთხილა, ისრაელი-"ჰამასის" ომში არ ჩაერთონ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press