თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში ერთსქესიანთა ქორწინების საკითხზე განცხადება გააკეთა.
როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, საქართველოს დემოგრაფიული სიტუაცია არ აძლევს საშუალებას "ლიბერალური დამოკიდებულება ჰქონდეს ერთსქესიანი ქორწინების მიმართ".
"ლიბერალიზმის საფრთხეს და კონსერვატიულ დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე ვთქვი, ეს კვალიფიკაცია მივეცი კონკრეტულ საკითხს და დავამატე, რომ დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოს არ აქვს სახარბიელო, როგორც ევროპის ბევრ ერს და სახელმწიფოს.
მე ამ საკითხის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება ვიგულისხმე, ზუსტად. არ შეიძლება, ჩვენ ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები და არგუმენტიც მოვიყვანე ამისთვის, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენი და ეს დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.
ამაზე უფრო ლიბერალურად როგორ გამომეხატა ჩემი პოზიცია, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი დემოგრაფიული პერსპექტივა აბსოლუტურად არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ ჩვენ გვქონდეს არატრადიციული ქორწინების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება", - განაცხადა ბურჭულაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press