სომხეთი მზად არის, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობები დაარეგულიროს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, ერევანი მზად არის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის, რომელიც მხარეების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარების პრინციპებზე იქნება დაფუძნებული.
"ამ სიტუაციაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც სომხეთის უსაფრთხოების სისტემად ითვლება და ქვეყნები, რომლებსაც სომხეთის მიმართ უსაფრთხოების ვალდებულებები აქვთ, საერთოდ არ დაგვეხმარნენ, მარტო დაგვტოვეს. ამ პროვოკაციის მიზანი იყო დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩაგდება და სომხეთის სახელმწიფოებრიობის პარალიზება ან გარე ძალებზე დამოკიდებული მთავრობის ჩამოყალიბება, თუმცა, ასეთ გარემოებებში სომეხმა ხალხმა შეძლო, მყარად დამდგარიყო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატის დაცვის პოზიციაზე", - განაცხადა ფაშინიანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press