ღაზას სექტორში, ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკში, სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო პალესტინელი ლტოლვილებისთვის“ ავრცელებს.
გაეროს ორგანიზაციის ცნობით, დაშავებულია ათეულობით ადამიანი და მათი რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.
„ეს აღმაშფოთებელია და კიდევ ერთხელ გამოხატავს უხეშ უგულებელყოფას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის მიმართ. ღაზაში არცერთი ადგილი აღარ არის უსაფრთხო, არც გაერო-ს ობიექტები. სულ მცირე 4 000-მა ადამიანმა შეაფარა თავი სკოლაში მოწყობილ თავშესაფარს. მათ არ ჰქონდათ და არ აქვთ სადმე წასასვლელი“, - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press