Foto

შოლცი - არცერთმა აქტორმა არ უნდა ჩათვალოს, რომ კარგი იდეაა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში გარედან ჩარევა, ეს მიუტევებელი შეცდომა იქნება

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ისრაელში ვიზიტისას ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე ესაუბრა და დასძინა, რომ ის ამ საკითხს ეგვიპტის პრეზიდენტთან საუბრისასაც განიხილავს. 

გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ მისი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეს კონფლიქტი არ გამწვავდეს.

„მე პირდაპირ ვაცხადებ, არცერთმა აქტორმა არ უნდა ჩათვალოს, რომ კარგი იდეაა ამ კონფლიქტში გარედან ჩარევა. ეს იქნება სერიოზული, მიუტევებელი შეცდომა“, - დასძინა ოლაფ შოლცმა.

ცნობისთვის, შოლცი ისრაელში დღეს, 17 ოქტომბერს ჩავიდა.